List of active policies

Name Type User consent
Participation in the project agreement Other policy Authenticated users
Research data agreement Other policy Authenticated users
Materials and data sharing agreement Other policy Authenticated users
Access to data agreement Other policy Authenticated users
Complaints and requests agreement Other policy Authenticated users
Website privacy policy Privacy policy Authenticated users

Summary

თქვენი მონაწილეობა ნებაყოფლობითია და თავისუფლად შეგიძლიათ შეწყვიტოთ ნებისმიერ დროს, ყოველგვარი მიზეზის დასახელებისა და უარყოფითი შედეგების გარეშე.

Full policy

 


Summary

ინტერვიუების, სადამკვირვებლო სესიებისა და ფოკუსჯგუფების დროს, ან გამოკვლევების საშუალებით შეგროვებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება ამ საპილოტე ეტაპზე პროექტში მონაწილე მკვლევრებისთვის. გთხოვთ, აღნიშნულ პირებს მოცემულ მასალებზე წვდომის ნება მისცეთ.

Full policy

 


Summary

The materials and the data you will upload on the digital platform will be accessible to those researchers, practitioners, volunteer workers and parents taking part in the project during this piloting phase. We kindly ask you to give permission for these individuals to access those materials through the platform, and to commit to not sharing data from other participants (i.e., forum posts, shared images) on external platforms.

Full policy

 


Summary

Researchers will have access to personal data provided, which will be stored securely at the University of Milano-Bicocca and will be fully anonymized by the end of the project. Data will be used for publications, but treated so that you will not be identifiable. We ask you to confirm that you are aware of this.

Full policy

 


Summary

You will be able to raise a concern or make a complaint from within the platform by visiting your personal profile page, or by writing to privacy@isotis.org or by contacting the person who is in charge of data management for your country.We are regulated under the General Data protection Regulations (EU) 2016/679, which apply across the European Union (including the United Kingdom).  The data processor is the University of Milano Bicocca, Italy and the main contact person is Dr. Andrea Mangiatordi:

andrea.mangiatordi@unimib.it

University of Milano Bicocca

Piazza dell’Ateneo Nuovo, 1

20126 Milano

Tel. 0039 02 64484923


Each partner organization acts as a controller for the data collected in its own country, and contact persons for those countries are listed below:

Universiteit Utrecht: Paul Leseman (P.P.M.Leseman@uu.nl); and data protection officer Artan Jacquet (R.A.Jacquet@uu.nl).

Hellenic Open University: Konstantinos Petrogiannis (kpetrogiannis@eap.gr); and data protection officer (dpo@eap.gr).

Masaryk University: Jana Obrovská (obr@mail.muni.cz).

Paris XII Val De Marne University: Jacques-Olivier Adam (jacques-olivier.adam@u-pec.fr)

International Step By Step Association: Ning Alfrink (nalfrink@issa.nl).

Full policy



Summary

This website is operated by ISOTIS PROJECT and is hosted, maintained and controlled at the University of Milano Bicocca, Italy. We take your privacy very seriously therefore we urge you to read this privacy policy very carefully because it contains important information about:
  • who we are,
  • how and why we collect, store, use and share personal information,
  • your rights in relation to your personal information, and
  • how to contact us and supervisory authorities in the event that you have a complaint.

By using our website, you agree to the conditions of this Privacy Policy.



Full policy






ვებსაიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეს ვებსაიტი იმართება ISOTIS PROJECT-ის მიერ და მის ჰოსტინგს უზრუნველყოფს, მართავს და აკონტროლებს მილანო ბიკოკას უნივერსიტეტი, იტალია. თქვენს კონფიდენციალურობას ძალიან სერიოზულად ვუდგებით, ამიტომ მოვითხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ: ვინ ვართ, როგორ და რატომ ვაგროვებთ, ვინახავთ, ვიყენებთ და ვაზიარეთ პერსონალურ ინფორმაციას, თქვენს უფლებებს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, და როგორ დაგვიკავშირდეთ ჩვენ და ზედამხედველ ორგანოებს იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ჩივილი. ჩვენი ვებსაიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებს. ვინ ვართ ISOTIS PROJECT-ის ('ჩვენ' ან 'ჩვენი', ჩამოთვლილია აქhttp://www.isotis.org/consortium/partner-institutions/) პარტნიორები აგროვებენ, იყენებენ და პასუხისმგებელნი არიან თქვენ შესახებ განსაზღვრულ პერსონალურ ინფორმაციაზე.მონაცემთა მაკონტროლებელი არის მილანო ბიკოკას უნივერსიტეტი იტალიაში, ხოლო მთავარი საკონტაქტო პირი არის დოქტ. ანდრეა მანჯიატორდი. ჩვენი რეგულირება ხდება მონაცემთა დაცვის ზოგადი წესებით (ეკ) 2016/679, რომელიც ვრცელდება ევროკავშირის მასშტაბით (გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით) და ჩვენ, როგორც ამ პერსონალური ინფორმაციის ,,მაკონტროლებელი", პასუხს ვაგებთ აღნიშნული კანონების მიზნებისთვის. რა პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ და ვიყენებთ ა) თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებულ პერსონალურ ინფორმაციას როდესაც ქმნით თქვენს პირად ანგარიშს ჩვენს ვებსაიტზე, ან როდესაც იღებთ მონაწილეობას საგანმანათლებლო საქმიანობაში ვებსაიტზე, გვაწვდით შემდეგ პერსონალურ ინფორმაციას: თუ თქვენ ხართ ზრდასრული მონაწილე (მშობელი ან მასწავლებელი): თქვენს სახელს (არასავალდებულო), თქვენს ელფოსტის მისამართს, საცხოვრებელი ქვეყნის სახელს თუ თქვენ წარმოადგენთ მოსწავლეს (როგორც მშობელი, კანონიერი მეურვე ან სხვა პასუხისმგებელი პირი): იმ ქვეყნის სახელს, სადაც მოსწავლე ცხოვრობს ამ სახის ინფორმაციის შეგროვება ხდება შემდეგი მიზეზების გამო: სახელი: იდენტიფიკაციისთვის ჩვენ ან სხვა მომხმარებლების მიერ ქვეყანა: კვლევის მიზნებისთვის ელფოსტა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხართ ზრდასრული მონაწილე): საკომუნიკაციო მიზნებისთვის ან ანგარიშის შესანახად (მაგ. პაროლის აღდგენისთვის) როლი (მასწავლებელი, მშობელი ...): კვლევის მიზნებისა და პლატფორმის ფარგლებში სათანადო ჯგუფებისთვის გადასაცემად ინფორმაციის შეგროვების დროს გაცნობებთ, თუ დაგვჭირდება თქვენგან ინფორმაციის მოწოდება. ამ ინფორმაციას ვაგროვებთ, მაგალითად, შემდეგ შემთხვევებში: თქვენი პირადი ანგარიშის შექმნას საგანმანათლებლო საქმიანობაში მონაწილეობისას ბ) სენსისტიური პერსონალური ინფორმაცია სენსისტიური პერსონალური ინფორმაცია მოიცავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ეხება შემდეგს: (ინფორმაციის მაგალითები, რომელიც შეიძლება ეხებოდეს აქ შემოთავაზებულ საქმიანობებს): თქვენს ეთნიკურ წარმომავლობას თქვენს რელიგიურ შეხედულებებს თქვენს ფიზიკურს ან ფსიქიკურ მდგომარეობას ან ჯანმრთელობას თქვენს სექსუალურ ორიენტაციას არანაირი სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია არ იქნება მოთხოვნილი პირდაპირ ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს. ზოგიერთი სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია მაინც შეიძლება შეგროვდეს, როდესაც მონაწილეობთ დისკუსიებში ან პლატფორმაზე აქტივობებში. ეს მოიცავს, მაგ. ინფორმაციას თქვენი ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური შეხედულებების ან ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის ან ჯანმრთელობის შესახებ. ჩვენ ვაგროვებთ ამ ინფორმაციას მხოლოდ კვლევის მიზნებისთვის. შესაძლო სიტუაციების მაგალითები, სადაც სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია საქმიანობაში შეიძლება იყოს ჩართული: მონაწილეებს შესაძლოა სთხოვონ მოუთხრონ თავიანთი ჩვეულებრივი დღის, საცხოვრებელი გარემოსა და მათი ოჯახების, ტრადიციების შესახებ, რომელსაც პატივს სცემენ: ეს ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემების ვარაუდის საშუალებას მოგვცემს; ბავშვებს შეიძლება მოთხოვონ ნახატების ატვირთვა, რამაც შესაძლოაგამოავლინოს ფიზიკური ან ინტელექტუალური მდგომარეობის დარღვევა. როგორ ვიყენებთ თქვენს პირად ინფორმაციას მომხმარებელების შესახებ ინფორმაციას ვაგროვებთ შემდეგი მიზნებისთვის: პლატფორმის ფარგლებში თქვენი საქმიანობის შესახებ კვლევის ჩასატარებლად, რათა შევაფასოთ, იყო თუ არა შემოთავაზებული საქმიანობა ეფექტური, გასაგები და დამაფიქრებელი; ანგარიშგებისა და სამეცნიერო წერისთვის, მათ შორის საკონფერენციო პრეზენტაციები; ყველა აკადემიური გამოცემა განთავსდება ISOTIS-ის ვებგვერდზე (www.isotis.org). მონაცემები არ გადაიცემა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ და არც მესამე მხარე არ მიიღებს წვდომას თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე. თქვენი მონაცემები არ იქნება გამოყენებული ავტომატური გადაწყვეტილების სისტემების შესავსებად (მაგ., არ იქნება შემდგომი შინაარსის ან სერვისის რეკომენდაციები თქვენი ქცევის მიხედვით). გთხოვთ თუ არა მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია და, თუ ასეა, რატომ შემდეგი ინფორმაციის მოწოდება დაგჭირდებათ: თუ თქვენ ხართ ზრდასრული მონაწილე (მშობელი ან მასწავლებელი): სახელი (არასავალდებულოა), ელექტრონული ფოსტის მისამართი, ქვეყანა, როლი (მშობელი ან მასწავლებელი) თუ თქვენ ხართ მოსწავლის წარმომადგენელი (როგორც მშობელი ან სხვა პასუხისმგებელი პირი): მოსწავლის ქვეყნა ეს საშუალებას მოგვცემს გავაკეთოთ შემდეგი: სახელი: ჩვენ ან სხვა მომხმარებლების მიერ იდენტიფიკაციისთვის (მაგ, მასწავლებელი, სხვა მოსწავლეები) ქვეყანა: კვლევის მიზნებისთვის ელფოსტა (მხოლოდ თუ ზრდასრული მონაწილე ხართ): საკომუნიკაციო მიზნებისთვის ან თქვენი ანგარიშის შენარჩუნების მიზნით (მაგ. პაროლის აღდგენა) როლი (მასწავლებელი, მშობელი ...): კვლევის მიზნებისა და პლატფორმის ფარგლებში სწორი ჯგუფებისთვის გადასაცემად ინფორმაციის შეგროვების დროს გაცნობებთ, თუ დაგვჭირდება თქვენგან ინფორმაციის მოწოდება. რამდენი ხანი შეინახება თქვენი პერსონალური ინფორმაცია თქვენი პერსონალური ინფორმაცია შენახული გვექნება შემდეგი პერიოდის განმავლობაში: დაუმუშავებელი მონაცემები, რაც ნიშნავს ვებსაიტის მომხმარებლებისგან შეგროვებულ მონაცემებს, რომლებიც ჯერ არ დამუშავებულია, შეინახება იტალიაში, მილანო-ბიკოკას უნივერსიტეტში განთავსებულ უსაფრთხო სერვერებზე და გაივლის ფსევდონიმიზაციის პროცესს.ამ პროცესში ჩვენ ამოვიღებთ ან დავშიფვრავთ პირადად ამოცნობად ინფორმაციას ისე, რომ ადამიანები, რომლებსაც მონაცემები აღწერს, ანონიმური დარჩებიან.ანონიმიზაციის პროცესს ადგილი ექნება რაც შეიძლება მალე და დაუმუშავებელი მონაცემები შენახული იქნება იტალიაში, მილანო-ბიკოკას უნივერსიტეტში, პროექტის დასრულებიდან მაქსიმუმ ექვსი თვის განმავლობაში და შემდეგ წაიშლება. კვლევის ანონიმიზებული მონაცემები (ნებისმიერი ამოცნობადი ინფორმაციის გარეშე) გადატანილი იქნება ნიდერლანდებში, უტრეხტის უნივერსიტეტში მდებარე უსაფრთხო სერვერებზე და იქ შეინახება 10 წლის განმავლობაში. მონაცემთა შენახვის ვადა არ აღემატება კვლევის მიზნებისთვის საჭირო ვადას. ჩვენ მიერ თქვენი პირადი ინფორმაციის შეგროვებისა და გამოყენების მიზეზები ჩვენ ვეყრდნობით თანხმობის ფორმას, როგორც კანონიერ საბუთს, რომლის საფუძველზეც ჩვენ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს პირად ინფორმაციას. საფუძველი, რომელზეც ჩვენ ვამუშავებთ თქვენს სენსიტიურ ინფორმაციას (მაგ., სპეციალური კატეგორია, როგორც მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციაშია (GDPR) არის ის, რომ გადამუშავება აუცილებელია პროექტის მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგების კანონიერების საჩვენებლად. თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა ჩვენ ვახორციელებთ უსაფრთხოების სათანდო ზომებს პერსონალური ინფორმაციის შემთხვევითი დაკარგვის, ან მისი არასანქცირებული გზით გამოყენების ან ხელმისაწვდომის თავიდან ასაცილებლად. თქვენს პირად ინფორმაციაზე წვდომას ვაძლევთ მხოლოდ მათ, ვისაც ეს ნამდვილად ესაჭიროება. ისინი, ვინც ამუშავებენ თქვენს ინფორმაციასშეასრულებენ ამას მხოლოდ სანქცირებული ფორმით და კონფიდენციალურობის ვალდებულების შესაბამისად. ჩვენ ასევე ვიყენებთ ტექნოლოგიურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი ინფორმაციის უსაფთხოდ დაცვის მიზნით. ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: მომხმარებლის ანგარიშზე წვდომა კონტროლდება უნიკალური მომხმარებლის სახელითა და პაროლით; ყველა მონაცემი ინახება უსაფრთხო სერვერებზე; პაროლები ინახება დაშიფრული ფორმით; მომხმარებლებს სთხოვენ შექმნან მორგებული პაროლი მათი პირველი შესვლის შემდეგ. ჩვენ ასევე ხელთ გვაქვს მონაცემთა უსაფრთხოების ნებისმიერ საეჭვო დარღვევასთან გასამკლავებლად საჭირო პროცედურები მონაცემთა უსაფრთხოების საეჭვო დარღვევის შესახებ გამცნობებთ თქვენ და ნებისმიერ შესაბამის მარეგულირებელს, ყოველთვის როცა ვალდებულნი ვართ ასე მოვიქცეთ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრივ ყველა გონივრული ზომის მიღება მოხდება თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დასაცავად,,, საიტის გამოყენებით თქვენც აცნობიერებთ, რომ ინტერნეტის მოხმარება არ არის სრულიად უსაფთხო და ამ მიზეზით ჩვენ არ შეგვიძლია მოგცეთ ინტერნეტით გადაცემული ან მიღებული პერსონალური მონაცემების მთლიანობისა და უსაფრთხოების გარანტია. თუ თქვენ გაქვთ რაიმე კონკრეტული შეშფოთება თქვენი ინფორმაციის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემული დეტალების გამოყენებით. ბავშვები და მათგან მიღებული თანხმობის კანონიერება მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში გონივრულ ნაბიჯებს გადავდგამთ იმის დასადასტურებლად, რომ მომხმარებელი 16 წლის ან უფროსია და რომ ბავშვი საკმარისად ინფორმირებული იყო კანონიერი თანხმობის მოცემისას. თუ მომხმარებელი 16 წელზე უმცროსი ასაკისაა, მშობლის თანხმობა იქნება საჭირო თანხმობის მისაღებად ნებისმიერი პირადი ინფორმაციის დამუშავებისთვის. თითოეულ მომხმარებელს, მათ შორის ბავშვებს, ექნება უნიკალური სახელი და პაროლი. პაროლებთან დაკავშირებული მომხმარებლის სახელები თავდაპირველად დაყენდება პლატფორმის ადმინისტრატორების მიერ ან შემთხვევით იქნება გენერირებული. მომხმარებლებმა უნდა შეცვალონ ისინი პირველივე ხელმისაწვდომობის დროს. კონფიდენციალურობის მიზეზების გამო, პაროლები ინახება ცვალებადი სიგრძით კოდირების (VLE) მონაცემთა ბაზაში დაშიფრული ფორმით, ისე, რომ არც ISOTIS- ის პროექტის მკვლევრებს და არც პლატფორმის ადმინისტრატორებს არ ექნებათ შესაძლებლობა წაიკითხონ ისინი, მხოლოდ მათი გადაყენების მოთხოვნის საფუძველზე. პაროლის გადაყენების პროცედურა, რომელიც ავტომატურად მართვადი იქნება მომხმარებლების მიერ, გულისხმობსმომხმარებლის ელფოსტის მისამართზე სპეციალური ბმულის გაგზავნას. ერთ ელფოსტის მისამართთან დაკავშირებული მრავალჯერადი ანგარიშების შექმნის შემთხვევაში, პაროლის გადატვირთვის პროცედურა იქნება მართვადი იმ პირის მიერ, რომელიცამ ელფოსტის ანგარიშზე წვდომისთვის უფლებამოსილია (ჩვეულებრივ, მასწავლებელი). გაითვალისწინეთ, რომ ერთი პირის მიერ მართული ანგარიშების შემთხვევაში, ჩვენ დავრწმუნდებით, რომ საბოლოო ანგარიშის მფლობელია მხოლოდ ის ერთი, რომელმაც იცის ორივე მომხმარებლის სახელი და პაროლი. როგორც ზევით აღინიშნა, ყველა მომხმარებელს, ზრდასრულსა თუ ბავშვს, სთხოვენ აირჩიონ ახალი პაროლი პლატფორმაზე პირველი გადამოწმებული წვდომის შემდეგ, ისე, რომ ადრე წარმოდგენილი პაროლები არ იქნება მოქმედი. რა უფლებები გაქვთ? მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის ფარგლებში თქვენ გაქვთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი უფლებები უფასოდ. მოკლედ, ამაში შედის შემდეგი უფლებები: უარის თქმა ნებისმიერ დროს, თუ თქვენ აღარ გსურთ, რომ თქვენი ინფორმაცია ინახებოდეს ჩვენს სერვერებზე ინფორმაციის სამართლიანი დამუშავება და ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების გამჭვირვალობა თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე და სხვა კონკრეტულ დამატებით ინფორმაციაზე წვდომა, რომლებსაც უკვე მიემართება ეს კონფიდენციალურობის შეტყობინება ნებისმიერი შეცდომის გამოსწორების მოთხოვნა თქვენს ინფორმაციაში, რომელსაც ჩვენ ვფლობთ თქვენთან დაკავშირებულ გარკვეულ სიტუაციებში თქვენი პირადი ინფორმაციის წაშლის მოთხოვნა თქვენთან დაკავშირებული იმ პერსონალური ინფორმაციის მიღება, რომელიც თქვენვე წარმოადგვიდგინეთ, სტრუქტურირებული, საყოველთაოდ გამოყენებული და ადვილად პორტატული ფორმით. გარკვეულ სხვა სიტუაციებში ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის მუდმივად დამუშავების გაპროტესტება გარვეულ გარემოებებში თქვენი პირადი ინფორმაციის ჩვენს მიერ დამუშავების სხვაგვარად შეზღუდვა ჩვენ მიერ ნებისმიერი მონაცემთა დაცვის კანონის დარღვევისთვის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა თითოეული ამ უფლებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის, იმ გარემოებების ჩათვლით, რომლებშიც გამოიყენება, იხილეთ ბრიტანეთის საინფორმაციო კომისრის ოფისის (ICO) დებულება ადამიანთა უფლებების შესახებ მონაცემების დაცვის ზოგადი რეგულაციების ფარგლებში (http://ico.org.uk/for-organisations/guide-to-the-general-data-protection-regulation-gdpr/individual-rights/) თუ გსურთ გამოიყენოთ რომელიმე ეს უფლებება, გთხოვთ: გამოგვიგზავნეთ ელწერილი მოგვაწოდეთ საკმარისი ინფორმაცია იმაში დასარწმუნებლად, რომ მოთხოვნას ახორციელებთ თქვენ და არა სხვა ვინმე(მომხმარებლის სახელი და მასთან დაკავშირებული ელფოსტა) შეგვატყობინეთ ინფორმაცია, რომელსაც თქვენი მოთხოვნა ეხება გჭირდებათ დამატებითი დახმარება? თუ გსურთ აღნიშნული პოლიტიკა სხვა ფორმატში (მაგალითად: აუდიო, დიდად დაბეჭდილი, ბრაილის შრიფტით), გთხოვთ მოგვმართოთ ქვემოთ მოცემული ელფოსტის მისამართის გამოყენებით. როგორ გამოვხატოთ უკმაყოფილება ვიმედოვნებთ, რომ შეგვიძლია მოვაგვაროთ თქვენ მიერ წამოყენებული ნებისმიერი საკითხი ან შეშფოთება ინფორმაციის გამოყენების შესახებ. მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტი ასევე გაძლევთ უფლებას საჩივარი შეიტანოთ ზედამხედველ ორგანოში, კერძოდ, ევროკავშირის (ან ევროპის ეკონომიკური ზონის) სახელმწიფოში, სადაც მუშაობთ, ჩვეულებრივ ცხოვრობთ ან სადაც დაირღვა მონაცემთა დაცვის კანონები. დიდი ბრიტანეთის ზედამხედველი ორგანოა ინფორმაციის კომისარი, რომელსაც შეიძლება დაუკავშირდეთ მისამართზე https://ico.org.uk/concerns/ ან ტელეფონით: 0303 123 1113. ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა გამოქვეყნდა 2018 წლის 30 მაისს და ბოლოს განახლდა 2018 წლის 30 მაისს შესაძლოა ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა დროდადრო შევცვალოთ. ნებისმიერი ცვლილების შესახებ ყველა მომხმარებელს ვაცნობებთ ელფოსტით (თუ ჩართული გაქვთ ელფოსტის მიღება); შეტყობინებით ვებგვერდის ქუდზე; შეტყობინებით ვებგვერდის ახალი ამბების ნაწილში.| (ჩვენ მოგთხოვთ, ხელი მოაწროთ შეცვლილდოკუმენტს. ) <- მხოლოდ ჩეხეთის გუნდი გვიკავშირდება ჩვენ თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ პოლიტიკის შესახებ ან ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ შესახებ ვფლობთ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ელფოსტით: privacy@isotis.org მთავარი საკონტაქტო პირია დოქტ. ანდრეა მანჯიატორდი, რომელიც იმყოფება მილანო-ბიკოკას უნივერსიტეტში, პიაცას დელ'ატნეო ნუოვო 1, 20126 მილანი - იტალია.