3a - Discover the language inputs of bilingual children!

აღმოაჩინეთ ენობრივი შეტანა ორენოვან ბავშვებში!

მუჰამედი, რომელიც ლაპარაკობს ინგლისურ და არაბულ ენებზე, სიუსიუ, რომელიც ლაპარაკობს ჩინურ და ფრანგულ ენებზე და პაბლო, რომელიც ლაპარაკობს ესპანურ და ინგლისურ ენებზე, ორენოვანი ბავშვები არიან. ენის შესწავლის გაუმჯობესებაში მათ დასახმარებთად, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ენობრივი შეტანის რაოდენობასა და ხარისხს, ენაზე, რომელსაც ისინი ისმენენ და რომელზეც კითხულობენ. თუ ბავშვები ხშირად განიცდიან მრავალფეროვანი ინფორმაციის ორ ენაზე მიღებას, ეს დიდ სხვაობას წარმოქმნის! მაგრამ რა არის ენობრივი შეტანის წყაროები?

ენის შეყვანის პირველი წყარო ოჯახია.

მშობლები, ჩვეულებრივ, მშობლიური ენის შეტანის ძირითადი წყაროა.

დედა(ესპანურად): როგორ გაატარე დღე?

პაბლო (ინგლისურად): ძალიან კარგად, დედა!

დედმამიშვილები ასევე ენობრივი ზემოქმედების მნიშვნელოვანი წყაროა, ხშირად როგორც პირველი ასევე მეორე ენის შეძენისთვის. საინტერესოა, რომ ზოგჯერ მათ შეუძლიათ შეცვალონ ოჯახის სხვა წევრების მიერ გამოყენებული ენა, მაგალითად, თუ ისინი იწყებენ საუბარს მათ მეორე ენაზე.

პაბლოს ძმა (ინგლისურად): წამო, ვითამაშოთ.

ენის შეყვანის მეორე წყარო მასწავლებლებია.

სკოლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მეორე ენის შესწავლაში. რაც მეტს საუბრობენ მასწავლებლები, მით უფრო მეტ სიტყვას სწავლობენ ბავშვები! თუმცა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვები ჯერ კიდევ პატარები (4-5 წლის) არიან, მასწავლებლებმა თავი უნდა აარიდონ ძალიან გრძელი და რთული წინადადებების გამოყენებას. ამავდროულად, მიუხედავად ამისა, მათ ზედმეტად არ უნდა გამარტივონ საუბრის მეთოდი იმ უცხოელ ბავშვებთან, რომლებიც ჯერ კიდევ სწავლობენ ენას.

მასწავლებელი: ყველაფერი გასაგებია?

ენის შეყვანის მესამე წყარო თანატოლებია.

კვლევამ აჩვენა, რომ მასწავლებლებისგან განსახვავებით, თანატოლები შეიძლება კიდევ უფრო მეტად სასარგებლო იყვნენ მეორე ენაზე ახალი სიტყვების სწავლის დროს.

ენდრიუ (ინგლისურად): ეს არის ბურთი.

პაბლო: ბ.უ.რ.თ.ი.

ენის შეყვანის მეოთხე წყარო იწყება ბავშვის მიერ საკუთარი ენის წარდგენიდან.

პაბლო (ინგლისურად): მე მქვია პაბლო.

პაბლო (ესპანურად): მე მქვია პაბლო.

საკუთარი საუბრის მოსმენა ენის გამოცდილების უნიკალური ტიპია და როდესაც ბავშვები საუბრობენ, ეს ხალხს ამხნევებს, რათა მათ უფრო მეტი ელაპარაკონ. უფრო კონკრეტულად, ორენოვანი ბავშვების ენობრივმა წარდგენამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ მიმართ ენის წარდგენის რაოდენობაზე. მაგალითად, თუ პაბლო უფრო მეტ დროს ანდომებს თავის მშობლებთან ესპანურად საუბარს, ის, სავარაუდოდ, უფრო მეტ ესპანურ შეტანას იღებს საპასუხოდ.

პაბლო (ესპანურად): დღეს სკოლაში 8 მივიღე.

მშობლები (ესპანურად): ძალიან კარგი!

თუმცა, თუ პაბლო დროის ერთ ნახევარს თავის მშობლებთან საუბრობს ინგლისურად და მეორე ნახევარს ესპანურად, მაშინ მისი მშობლები, სავარაუდოდ, მას ორივე ენაზე, ესპანურ და ინგლისურ ენებზე ესაუბრებიან გათანაბრებულად.

პაბლო (ესპანურად): ბედნიერი ვარ.

პაბლო (ინგლისურად): ცხრიანი მივიღე,

დედა (ესპანურად): ძალიან კარგი.

მამა (ინგლისურად): მოხარულნი ვართ!

შევაჯამოთ, ყოველდღიურად ორენოვანი ბავშვები, როგორიცაა მუჰამედი, სიუსიუ და პაბლო, ენობრივ შეტანას განიცდიან ორ ენაზე. ეს ენობრივი შეტანა იწყება სხვადასხვა წყაროებიდან, მათგან ძირითადი მათი ოჯახები, მასწავლებლები, თანატოლები და თავად არიან. საუკეთესო შედეგების მისაღწევად, ორენოვანმა ბავშვებმა უნდა განიცადონ ძალიან ბევრი სხვადასხვა ენობრივი წყარო და ორივე ენის კარგი ბალანსი.

ბოლო ცვლილება: Saturday, July 20 2019, 5:48 PM