4 - The 4 stages of Second Language Learning

მეორე ენის სწავლების 4 ეტაპი

ჟასმინი, რომელიც ეგვიპტიდანაა, ახლახან ჩავიდა გერმანიაში. ახლა მან უნდა ისწავლოს გერმანული ენა.

ყველა ბავშვის მსგავსად, ვინც სწავლობს მეორე ენას, ჟასმინიც გაივლის 4 ძირითად ენის ეტაპს.

ენის პირველი ეტაპია ,,მშობლიური ენის გამოყენება". პირველ რიგში ჟასმინს შეუძლია სცადოს არაბულ ენაზე საუბარი მის ირგვლივ მყოფ ხალხთან, იმის მიუხედევად რომ ისინი ამ ენაზე ვერ ლაპარაკობენ.

ჟასმინი: გამარჯობა! (არაბულად)

ეს ეტაპი ხანგძლივი არაა, რადგან ის მალე მიხვდება, რომ სხვა ადამიანები ვერ უგებენ მას.

ენის მეორე ეტაპია მუნჯი პერიოდი. შემდეგ ჟასმინი შედის დუმილის პერიოდში და არ ლაპარაკობს, ვინაიდან ჯერ კიდევ ცდილობს გერმანული ენის გაგებას. იგი ცდილობს ანდრეასთან კომუნიკაციას ჟესტების გამოყენებით.

ანდრეა: გინდა წყალი? (გერმანულად)

უტი: გინდა ჩემთან თამაში? (გერმანულად)

ჟასმინმა შეიძლება სცადოს ივარჯიშოს გერმანელ ენაში თავად, მაგრამ ის მას ვერ გამოიყენებს ანდრეასა და სხვებთან საკომუნიკაციოდ. ის ფაქტი, რომ ჟასმინი არ ლაპარაკობს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, არ უნდა გვაწუხებდეს: მას სჭირდება დრო, რათა გაეცნოს ახალ ენას, სანამ მის გამოყენებას თავად შეძლებს.

კრისტიანი: საიდან ხარ? (გერმანულად)

დუმილის პერიოდი ჩვეულებრივ 2-დან 6 თვემდე გრძელდება.

მესამე ეტაპს ჰქვია ტელეგრაფული სიჩქარის ეტაპი. ამ ეტაპზე ჟასმინი იყენებს მოკლე შაბლონურ წინადადებებს, როგორიცაა ,,გილოცავ დაბადების დღეს".

ჟასმინი: გილოცავ დაბადების დღეს (გერმანულად)

ანდრეასი: მადლობა! (გერმანულად)

ეს მნიშვნელოვანი ეტაპია მეორე ენის შესწავლაში, რადგან ჟასმინს შეუძლია საბოლოოდ დაამყაროს ურთიერთკავშირი ანდრეასთან, თავის სხვა თანაკლასელებსა და მასწავლებლებთან.

ბოლო ეტაპს ჰქვია შუამავალი ენა. ახლა ჟასმინს შეუძლია გერმანულ ენაზე კომუნიკაცია; იგი ჯერ კიდევ ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ, საბოლოოდ, ესეც გაქრება.

ჟასმინი: კიდევ გინდა წყალი? (გერმანულად)

როგორც ვიცით, ენას სჭირდება დრო და ძალისხმევა: 1-დან 3 წლამდე ვანდომებთ იმ ენაზე მოლაპარაკე ხალხის მოსმენას, რომ მერე შევძლოთ მათთან კარგად კონუმიკაცია

... და 5-დან 7 წლამდე ენის იმ დონის მისაღწევად, რომელიც სკოლაში რთული კონცეფციების შესწავლის საშუალებას იძლევა.

ჟასმინი: მოდით ვითამაშოთ! (გერმანულად)

ანდრეასი: კარგი აზრია (გერმანულად)

კრისტიანი: რა სახალისოა! (გერმანულად)

უბრალოდ იქონიეთ მოთმინება და არ ინერვიულოთ: ბავშვები ძალიან კარგად ითვისებენ ახალ ენას!

მაშინაც კი, როცა ბავშვებმა მიაღწიეს ეტაპს, სადაც მათ ადვილად შეუძლიათ სხვებთან კომუნიკაცია თავიანთ მეორე ენაზე, დროთა განმავლობაში აგრძელებენ მათ მხარდაჭერას ისე, რომ შეძლონ აითვისონ ენის ის უნარები, რომელიც საჭიროა ყველა საგნის შესასწავლად.

კრისტიანი: შენ ძალიან კარგი ხარ. (გერმანულად)

ჟასმინის მამა: ასე გააგრძელე, ძალიან კარგია! (არაბულად)

ჟასმინის დედა: ჩვენ შენით ვამაყობთ! (არაბულად)

ბოლო ცვლილება: Friday, June 7 2019, 8:00 AM